ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 578 მილიონი ლარია

2019 წლის აპრილში საქართველოში, ტურისტული ვიზიტების  რაოდენობა 348,519 შეადგინა, რაც 14,018-ით მეტია 2018 წლის აპრილის მაჩვენებელზე და 4.2%-ით არის გაზრდილი. მთავრობის ინფორმაციით, 2019 წლის აპრილში საქართველოში 647,770 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა. წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-მარტში შემოსავალმა საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში  578 მილიონი დოლარი შეადგინა (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მთავრობის ინფორმაციით, აპრილის თვეში, საერთაშორისო ვიზიტით საქართველოს ყველაზე მეტი ტურისტი ავსტრიიდან (50.8%), იტალიდაან (45.6%), ესპანეთიდან (43.8%), საფრანგეთიდან (43.7%), გერმანიიდან (43.5) ესტუმრა. 

“განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: უზბეკეთი +125.7%, ტაილანდი +97.5%,ყაზახეთი +89.1%, თურქმენეთი +52.1%, ჩინეთი +30.6%, არაბთა გაერთიანებული საემიროები +26.3% და სხვა.”

წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-მარტში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 578 მილიონ დოლარს (ზრდა +5%), რაც 28 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მსგავსი თემები