ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება – თბილისის მერიის განცხადება

თბილისის მერიის განცხადებით, ხვალიდან, რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების მოძრაობა იზღუდება.

„საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა. 25 დეკემბერს ამავე მოედანზე საზეიმოდ გაიხსნება საშობაო სოფელი და აინთება მთავარი ნაძვის ხე. საახალწლო ღონისძიებები 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება“ – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.  

მსგავსი თემები