ტრანსგენდერები მერიასთან თავს იწვავდნენ, ისინი ბინის ქირის გადახდას ითხოვენ

თბილისის მერიასთან ტრანსგენდერი ქალების საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი მთავრობისგან მეტ ყურადღებას ითხოვენ, რომ პანდემიის პერიოდში, მინიმალური შემოსავალი ჰქონდეთ.  

ლგბტ თემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თვითდასაქმებულები არიან, მაგრამ პანდემიის პერიოდში, მათ არანაირი შემოსავალი არ აქვთ. ტრანსგენდერი ქალების განმარტებით, მათ იმის ფულიც კი არ აქვთ, რომ ბინის ქირა გადაიხადონ. 

ერთ-ერთმა ლგბტ თემის წარმომადგენელმა აქციაზე ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. ის სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ამ წუთებშიც მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი თემები