“ტრამპი ფსიქიკურად შეშლილი იდიოტია” – გრეგ პოპოვიჩი

“დონალდ ტრამპი ფსიქიკურად შეშლილი იდიოტია”, – ასე გამოეხმაურა „სან ანტონიო სპურსის“ მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი აშშ-ში აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო, ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით ტრამპი მშიშარაა და თეთრ სახლში იმალება.

“ტრამპი არეულია თავის აზრებში და უფრო მეტიც, ის ანგრევს ქვეყანას. ის მშიშარაა. ვფიქრობ, ასეთ დროს უმჯობესია ის სრულ იგნორში ვამყოფოთ. ის სიტუაციას ვერ გამოასწორებს, რადგან უბრალოდ ფსიქიკურად შეშლილი იდიოტია”, – განაცხადა პოპოვიჩმა.

მსგავსი თემები