“ტრამპი ეთიკურად და ინტელექტუალურად მზად არ არის აშშ-ის პრეზიდენტი იყოს” – ნენსი პელოსი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმგანაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეთიკურად და ინტელექტუალურად თანამდებობისთვის შეუფერებელია.

„იქედან გამომდინარე, თუ რა ვიხილეთ იმპიჩმენტის დროს, თუ მისი ადმინისტრაციიდან სხვები რას ამბობდნენ პრეზიდენტზე, ცალსახაა, რომ პრეზიდენტი ტრამპი ეთიკურად და ინტელექტუალურად მზად არ არის აშშ-ის პრეზიდენტი იყოს“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სენატში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებს, როგორც ჩანს, ეს ფაქტი დიდად არ ადარდებთ.

მსგავსი თემები