ტრამპი ამბობს, რომ ნობელის პრემიას ის იმსახურებდა და არა ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას ის იმსახურებდა და არა ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი. 

“მსურს, გიამბოთ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე. მე გადავარჩინე ქვეყანა (ეთიოპია) და ახლახან შევიტყვე, რომ სწორედ ამ ქვეყნის ხელმძღვანელმა აიღო ნობელის პრემია ქვეყნის გადარჩენისთვის”, – უთხრა ტრამპმა მხარდამჭერებს.

რეგიონში მშვიდობის განმტკიცებისთვის გაწეული განსაკუთრებული ძალისხმევის გამო, 2019 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგი ეთიოპიის პრემიერ-მინისტრს აბია აჰმედ ალის გადაეცა.

მსგავსი თემები