„ტრამპი ამბობდა 3000 ამერიკელი დავაბრუნეთო და დიდ ამბად მიაჩნდა“ – გუგული მაღრაძე

უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე პანდემიის დროს ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს, პარლამენტის წევრი ამერიკის პრეზიდენტის რეპლიკაზე ამახვილებს ყურადღებას და ხელისუფლებას წარმატებულ ნაბიჯს უწონებს:

„ძალან დიდი საქმე გაკეთდა, ხელისუფლებამ ათასობით ადამიანი ჩამოიყვანა, მაშინ როცა ტრამპი ამბობდა 3000 ამერიკელი დავაბრუნეთო და დიდ ამბად მიაჩნდა, ისიც ვიცით, რომ ხარვეზის გარეშე მუშაობა არ შეძლება და იქნებოდა ხარვეზები, მთავრი გაკეთდა ის, რომ ჩვენ ვენდობით ჩვენს ხელისუფლებას.“ – განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მანვე ყურადღება გაამახვილა ქართულ პროდუქციაზე და განაცხადა, რომ ქართულ პროდუქტს პოლულარიზაცია უნდა გაეწიოს.

მსგავსი თემები