“ტრავმირებული ადამიანი ჩვენს შორის ჭარბადაა” – მაგდა კოტრიკაძე

„სპიკერფობია სიკვდილთან გათანაბრებული შიშია“ – ამბობს პიარფსიქოლოგი მაგდა კოტრიკაძე და ფიქრობს, რომ მის დასაძლევად ფსიქოლოგიური ბერკეტები ნამდვილი დასაყრდენია. მისივე გამოცდილებითა და შეფასებით, დღეს, ჩვენს ირგვლივ საკმაოდ ჭარბადაა ტრამვირებული ადამიანები.     

„მგონია რომ მხოლოდ პიარული მიდგომა არ კმარა იმისთვის რომ საუკეთესო შედეგზე ტრავმის გარეშე გავიდეთ. ის გარემოებები რაც მუშაობის პროცესში იკვეთება, ხშირად ბავშვობის, მოზარდობის ან ზრდასრულობის ტრავმასთან არის დაკავშირებული. ამიტომ, ფსიქოლოგიური ბერკეტი ამ დროს ნამდვილი საყრდენია. უნდა ვაღიაროთ რომ ჭარბადაა ტრავმირებული ადამიანი ჩვენს შორის, ისინი არიან  ბაღიდან, სკოლიდან, მშობლისგან, დამსაქმებლისგან, უიღბლო კონტაქტებისგან და პირადი ურთიერთობებისგან. ხშირია, როცა ადამიანები იცვლიან სახელებს, გვარებს ასე იკარგება იდენტობა და ქრება პიროვნება. ჩვენ ერთად ვცდილობთ მის გამოვლენას, დაბადებას ველში, ველი კი მეტისმეტად მხარდამჭერია და ჰარმონიული“ – ამბობს მაგრა კოტრიკაძე „მედიაცენტრ მთავართან“.   

რაც შეეხება სპიკერფობიის კონკრეტულ მაგალითს, პიარფსიქოლოგის შეფასებით, სპიკერფობია სიკვდილთან გათანაბრებული შიშია: „ „ახასიათებს ძლიერი და აჩქარებული გულისცემა, არითმია, იწვევს მაღალ წნევას, ოფლიანობას, თავის ტკივილს, დაძაბულობას კიდურებში, კუჭის აშლას, კრიჭის შეკვრას და ზოგ შემთხვევაში გულისრევასაც კი. საბოლოო ჯამში ფსიქოსომატურ დაავადებებს, რომლების დიაგნოზირებაც რთულია“.

მორიგ კითხვას: პრობლემები უფროსებსა და პატარებში რა დოზითაა? კოტრიკაძე ასე გვპასუხობს: „კონტაქტი, რაც შეიძლება მეტი კონტაქტი ბავშვებთან, მოუსმინეთ შვილებს. ჩვენ ყოველთვის გვგონია რომ კარგი გვინდა შვილისთვის და ეს თითქოს ბუნებრივია, მაგრამ თუ ჩვენ მისი ნების წინააღმდეგ ვიქცევით შესაძლოა სრულიად უწყინარმა წახალისებამ, საჩუქარმა, ან საყვედურმა სერიოზული პრობლემა შეუქმნას მის ფსიქიკას“.

აღნიშნული პრობლემების დასაძლევად მსურველებს შეუძლიათ მაგდა კოტრიკაძის ტრენინგებით ისარგებლონ. გადახდილ თანხის ნაწილი კი შშმ ბავშვების სტომატოლოგიური მომსახურეობისთვის იხარჯება, რაც ერთგვარი სოციალური კამპანიაა.    

მსგავსი თემები