ტრაგედია უნგრეთში -კატარღების შეჯახებისას ტურისტები დაიღუპნენ

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, მდინარე დუნაის სანაპიროზე,  ტურისტებით სავსე ორი გემი ერთმანეთს შეეჯახა და ჩაიძირა. BBC-ის ინფორმაციით, 7 ადამიანი დაიღუპა. ხოლო, 19 ჯერ კიდევ ეძებენ. ერთ-ერთ გემზე 30-მდე ტურისტი იმყოფებოდა. ტურისტების უმრავლესობა სამხრეთ კორეადან არიან.

როგორც უნგრეთის ადგილობრივი მედია იუწყება, წვიმების გამო, მდინარე აჩქარებულია. სამაშველო სამუშაოებს ხელს კი, ძლიერი წვიმა უშლის. 

მაშვლების ინფორმაციით, მდინარის ძლიერი დინების გამო, დაკარგულების ძებნა გართულებულია და მათი გადარჩენის შანსი დაბალი. 

ადგილზე მობილიზებულია, კატარღები, მყვინთავები, სპეცრაზმი. მდინარის გასწვრივ, რამდენიმე კილომეტრზე რადარებით დაკვირვება მიმდინარეობს. 

სამხრეთ კორეის ხელისუფლება, უნგრეთში, ოფიციალური პირების გაგზავნას გეგმავს.

მსგავსი თემები