ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაკარგა

აკი ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს წარუმატებელი გამოდგა ლევან გორგაძისთვის, რადგან მან ოძეკის პრესტიჟული ტიტული დაკარგა.

ტოჩინოშინი მეექვსე მაეგაშირა მოიგირიუს დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ტოჩინოშინმა წლის მე-5 სუპერტურნირზე გამოსვლა 6 მოგებითა და 8 მარცხით დაასრულა და ოძეკის პრესტიჟული ტიტულის დაბრუნებას ნოემბრის ბაშოზე ეცდება, რომელიც 10 ნოემბერს დაიწყება.

მსგავსი თემები