ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორები თამაშების კიდევ ერთხელ გადატანას არ გამორიცხავენ

ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორები უშვებენ თამაშების კიდევ ერთხელ გადატანის შესაძლებლობას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ტალღა იქნება. ამის შესახებ გამოაცხადა ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორმა ჰარუიუკი ტაკაჰაშიმ.

როგორც მან აღნიშნა, ორგანიზატორები ყველანაირად ეცდებიან 2021 წელს ოლიმპიადის ჩატარებას, რადგან მისი გაუქმება იაპონიისა და მსოფლიოს ეკონომიკას უდიდეს დარტყმას მიაყენებს. მაგრამ თუ კორონავირუსის ახალი აფეთქება მომავალ წელსაც არ მისცემს ოლიმპიადის ჩატარების საშუალებას, მაშინ თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად შეიმუშავებს ოლიმპიადის კიდევ ერთხელ გადატანის საკითხს.

ტოკიოს ოლიმპიადა კორონავირუსის პანდემიის გამო ერთი წლით გადაიტანეს და ის 2021 წელს 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.

მსგავსი თემები