“ტიფლისი უძველესი აზერბაიჯანული ქალაქია”- აზერბაიჯანელი პარლამენტარი

აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ისტორიის ინსტიტუტის დირექტორი, ეროვნული ასამბლეის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მიჯლისის (პარლამენტის) წევრი იაკუბ მახმუდოვი, “ანგარიშისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ დავით გარეჯი და აღმოსავლეთ საქართველო, მათ შორის თბილისი, აზერბაიჯანული მიწებია.

იაკუბ მახმუდოვის განცხადებით, სტალინმა, საქართველოს, აზერბაიჯანელი ხალხის თანხმობის გარეშე, შირაქის მიწები გადასცა. მისი თქმით, აზერბაიჯანს უფლება აქვს, მოითხოვოს მისი ისტორიული მიწები თუმცა, ქართველ ხალხთან მეგობრული ურთიერთობის გამო ამას არ აკეთებს. 

” პროვოკატორებმა და მათმა ძალებმა უნდა იცოდნენ, რომ დავით გარეჯი და აღმოსავლეთ საქართველო აზერბაიჯანული მიწებია. ტიფლის არის უძველესი აზერბაიჯანული ქალაქი. თუ საქართველო პროვოკატორებს ხელმძღვანელობს, აზერბაიჯანსაც უფლება აქვს, მოითხოვონ მისი ისტორიული მიწები. 1930-იან წლებში, აზერბაიჯანის ხალხის თანხმობის გარეშე, სტალინმა საქართველოს შირაქის ნაკვეთი გადასცა, ჩვენი მიწები ალაზნის მარჯვენა სანაპიროზეა. თუმცა, ტერიტორიებზე პრეტენზიებს არ ვაცხადებთ, რადგან ჩვენ ვაფასებთ ქართველ ხალხთან მეგობრობას. მეგობრებო არ ღალატობენ! ” – განაცხადა იაკუბ მახმუდოვმა

აზერბაიჯანელი ​პარლამენტარი აღნიშნავს, რომ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, მეგობრული ურთიერთობის დაზიანება, სომხეთს სურს. 

​”აზერბაიჯანის საზღვრის დარღვევით მომხდარი ინციდენტი არ იყო შემთხვევითი. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთს შორის მეგობრული ურთიერთობების დაზიანებას, რაც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიაა. მე მჯერა, რომ ეს პროვოკაცია ხორციელდება სამხრეთ კავკასიაში სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების მქონე ელექტროსადგურების და სომხეთის მარიონეტების მიერ. ამ ყველაფრის უკან, სომხური რეჟიმის ძალები დგანან.. მაგრამ აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობების დამანგრეველს არაფერი არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, ნებისმიერი სახის პროვოკაციას მოჰყვება რეაქციას. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოში გარკვეული ძალები ხშირად ასეთ პროვოკაციებს მიმართავენ და ყოველთვის დაუსჯელები არიან,”-განაცხადა იაკუბ მახმუდოვმა.

მარიამ გელაშვილი



მსგავსი თემები