ტექნოპარკში ლილოს დასახლების სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის და სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, ლილოს დასახლებაში მდებარე, N 107- სკოლის 15-მდე წარჩინებული მოსწავლე თბილისის ტექნოლოგიურ პარკში იმყოფებოდა.

მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა, რა დროსაც მათ ფაბლაბები დაათვალიერეს. გარდა ამისა, მოსწავლეები 3D მოდელირების და ბეჭდვის  სპეციფიკას გაეცნენ და თავად ნახეს თუ როგორ იქმნება მარტივი 3D მოდელი და იბეჭდება პრინტერზე.

როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები, ადრეული ასაკიდან იყვნენ ჩართულნი ტექნოლოგიური განვითარების პროცესში და კარგად ერკვეოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებში.

„ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი ბავშვების ინოვაციური აზროვნების განვითარებას, რათა ისინი ადრეული ასაკიდანვე ერკვეოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებში. სწორედ ამგვარი ფორმატის შეხვედრები უწყობს ხელს ბავშვების დაინტერესების გაზრდას“ -განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს თავმჯდომარემ ტექნოლოგიური პარკის ხელმძღვანელობას  მსგავსი ტურების ჩატარების შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

​მისივე თქმით, მოსწავლეებმა ძალიან დიდი ინტერესი გამოხატეს, შესაბამისად, მსგავსი ღონისძიება ერთჯერადი არ იქნება.

 

მსგავსი თემები