ტემპერატურის მომატებასთან ერთად, შესაძლოა, კორონავირუსის ინტენსივობამ იკლოს

“არის პროგნოზი, რომ  ტემპერატურის მომატებასთან ერთად, ვირუსის ინტენსივობამ იკლოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით კორონავირუსის აღნიშნული ქვეტიპი ახალია და მისი ქცევის ფორმატი მეცნიერებმა ჯერ კარგად არ იციან.

„ეს ინფორმაცია მითი არ გახლავთ, რადგან რესპირაციული ვირუსია და ზოგადად, რესპირაციული ვირუსებისთვის დამახასიათებელია სეზონურობა. არის პროგნოზი, რომ ტემპერატურის მომატებასთან ერთად, შეიძლება, ამ ვირუსის ინტენსივობამ იკლოს, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვირუსის ეს ქვეტიპი და შტამი  ახალია, რომლის ისტორიაც მხოლოდ ორი თვეა. ჯერ არ იციან მეცნიერებმა კარგად ამ ვირუსის ქცევის ფორმატი. აქედან გამომდინარე, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, დიდი ალბათობით, ამ ვირუსის ვირულენტობა თანდათან შემცირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები