“ტელევიზიის ფლობა არ უნდა იყოს ფარი, დანაშაულის ჩადენისგან თავის ასაცილებლად” – ბექა ნაცვლიშვილი

“ტელევიზიის ფლობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ფარი დანაშაულის ჩადენისგან თავის ასაცილებლად.  ეს არის სამართლებრივი პროცესი და თუ გამოიკვეთა შესაბამისი პოლიტიკური ნაწილი, რა თქმა უნდა, მთელი საზოგადოება „ტვ პირველის“ დასაცავად ფეხზე უნდა დადგეს”, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ნაქცვლიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, “ტვ პირველში” მას არ შეუნიშნავს არანაირი მიკერძოებულობა და უსამართლობა.

„ტვ პირველი“ არის ერთ-ერთი გამორჩეული ტელეკომპანია. აქ მე არ შემინიშნავს არანაირი პოლიტიკური მიკერძოებულობა და უსამართლობა. აუცილებელია, რომ ტელევიზიას ჰქონდეს თავისუფლება, მაგრამ ამასთანავე, პასუხისმგებლობა. „ტვ პირველი“ არასოდეს მოქცევია მაყურებელს უპასუხისმგებლოდ. თუ მე და ჩემი თანამოაზრეები დავრწმუნდებით, რომ ამას აქვს პოლიტიკური ნიშნები, ჩვენ ხმას ავიმაღლებთ და დავდგებით „ტვ პირველის“ გვერდით”, – გაანაცხადა ნაცვლიშვილმა. 

ნაცვლიშვილის განცხადებით,”რუსთავი 2″-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა. მისი თქმით,  თუ „რუსთავი 2“ გადაიქცევა იგივე მონსტრად, რაც აქამდე იყო – ერთი პარტიის ჯიბეში მყოფ ტელევიზიად, მაშინ ეს იქნება ქართული საზოგადოების დამარცხება. მისი თქმით, ჩვენ აღარ გვჭირდება პარტიული ტელევიზია.

რაც შეეხება სარედაქციო პოლიტიკას, ნაცვლიშვილის განმარტებით, ეს მფლობელის გადასაწყვეტია.

მსგავსი თემები