ტაქსის მძოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს, პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისში, ვარკეთილში ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ნიჟარაძის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. სასამართლომ მას პატიმრობა მიუსაჯა.

გიორგი ნიჟარაძემ, დაცვის მხარის შუამდგომლობის შემდეგ, საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. მისი განცხადებით, 65 წლის ტაქსის მძღოლმა მას შეურაცხყოფა მიაყენა. ბრალდებულმა, ოჯახის წევრებს ბოდიში მოუხადა.

“იმ მომენტში რაც მჭირდა, დედამიწის ზურგზე ვერავინ მიხვდება. იმ შეურაცხყოფას, რაც მომაყენა, სჯობდა მოვეკალი და სიტყვა არ ეთქვა. ბოდიში მინდა მოვუხადო ვინც აქ მხედავს და ჩემ ცრემლს ხედავს”, – განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ სასამართლო პროცესზე.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის ადვოკატმა, 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ვარკეთილში ტაქსის მძღოლი რამდენიმე დღის წინ მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, 56 წლის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. 23 წლის მამაკაცი დანაშაულის ჩადენის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი კორპუსის ბინაში იმალებოდა. 

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს და დაკავებულს შვიდიდან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

https://mcm.ge/%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%99%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%9b%e1%83%92%e1%83%96%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a0%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a5/

მსგავსი თემები