„საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ – ახალი სამკერდე ნიშანი

საპარლამენტო ჯილდოების არსებულ სახეებს – საპარლამენტო ორდენსა და პარლამენტის მედალს სამკერდე ნიშანი „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ დაემატება.

ცვლილებების თანახმად, სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდება საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი საკანონმდებლო ორგანოში 25 წლის უმწიკვლო სამსახურისთვის. თუ განვლილი სამსახურის პერიოდში, მისი წახალისებების რაოდენობა დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას აღემატება და ამ სამკერდე ნიშნით დაჯილდოების პერიოდში მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ მოქმედებს.

მომზადებული ცვლილებებით განისაზღვრება, რომ სამკერდე ნიშნით „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ სამკერდე ნიშნის აღწერილობას დაადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

რეგლამენტში მომზადებული ცვლილებების პროექტი 14 ოქტომბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.

მსგავსი თემები