საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნები ცნობილია

საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის მიერ პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ.

პარალელურად, თბილისის გარდა, აქციები იმართება ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

აქციის მონაწილეების მოთხოვნები სამ პუნქტს მოიცავს: ჩამოყალიბდეს დროებითი მთავრობა; გარდამავალი მთავრობა დაკომპლექტდეს ეროვნული თანხმობის კომიტეტით, პრინციპით – ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი; თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს დროებითი მთავრობის პირობებში.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა

https://mcm.ge/დეპუტატებმა-საკონსტიტუც/

მსგავსი თემები