საკრებულოს სხდომაზე გოკა გაბაშვილმა ტრიბუნას ბოქლომი დაადო, ლევან ხაბეიშვილს კი, სკამზე ცოცხი დაუდეს

საკრებულოს სხდომაზე, „ევროპული საქართველოს“ თბილისის თავმჯდომარემ, გოკა გაბაშვილმა გამომსვლელების ტრიბუნას ბოქლომი დაადო, ლევან ხაბეიშვილს კი სკამზე, პროტესტის ნიშნად, ცოცხი დაუდეს.

გაბაშვილის თქმით, მათი მიზანი იყო, უმრავლესობის წევრებს ენახათ პასუხისმგებლობის ის ნიშანი, რომელიც შექმნა საპროტესტო მოძრაობამ.

საკრებულოს სხდომა ვატო შაქარაშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

მსგავსი თემები