სხვიტორში აკაკი წერეთლის კაკლის ხეები ხმება

აკაკი წერეთლის ყრმობის დროინდელი კაკლები ხმება. სხვიტორიდან „მთავარის“ ჟურნალისტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  მგოსნის კაკლის ერთი ხე უკვე მოკვდა, დანარჩენებიც სულს ღაფავენ.

საუკუნეებს შემორჩენილ კაკლებს, რომელიც სხვიტორში აკაკი წერეთლის  სახლ-მუზეუმს ამშვენებს, მკურნალობა სჭირდება, თუმცა, მისი პატრონი არავინაა.

როგორც სახლ-მუზეუმის განყოფილების გამგე  ლეილა ზაბახიძე „მთავართან“ საუბრისას აცხადებს, კაკალმა ხმობა ერთი თვის წინ დაიწყო. „გვიშველეთ, აკაკის კაკალი ხმება. ინფორმაცია სოციალური ქსელითაც გავავრცელე, თუმცა, არავინ დაინტერესებულა. მოგვეშველეთ, კაკლებს მკურნალობა უნდა. ნუ დაგვანგრევთ აკაკის სახლს თავზე“, – განუცხადა ლეილა ზაბახიძემ „მთავარს“.

მსგავსი თემები