„სწორად უნდა დავინახოთ შენიშვნები და რეკომენდაციები“ – დეპუტატები ეუთო-ს დასკვნაზე

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ეუთოს სამბოლოო დასკვნას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები აფასებენ.
დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი რეკომენდაციები და შენიშვნები სწორად უნდა იყოს აღქმული და გაანალიზებული, რათა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ჰქონდეს.

“გავაანალიზოთ და გამოსწორდეს ყველა ის შესაძლო  ხარვეზი, რომელიც 2020-ში კიდევ უფრო კარგს გახდის არჩევნებს და მაღალ ლეგიტიმაციას შესძენს ქართულ პოლიტიკურ სისტემას“ – აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.

მისი თქმით, საგულისხმოა ყველა დასკვნა და რეკომენდაცია, რომელიც არის გამოცემული.

„ბევრ დარღვევაზე, რომელიც დაფიქსირებულია, თუ არის ამის საჭიროება საქმე აღიძრა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს საბოლოო დასკვნაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

მისი თქმით არის ორი მიმართულება. ერთი მიმართულებით საუბარია პოზიტიურ საკითხებზე, დადებითად არის შეფასებული პროფესიონალური ადმინისტრირება საარჩევნო პროცესის და მეორე მხრივ, საუბარია იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ მიმართულებით არსებობს. რეკომენდაციის სახით შეთავაზებულია შემდგომი რეფორმები. 

მსგავსი თემები