„სწავლის პროცესის დაწყება უნდა გადაიდოს“ – მირიან წიკლაური

„როცა სწავლა შეწყდა მდგომარეობა იყო გაცილებით უკეთესი, ახლა საფრთხემ მოიმატა და შესაბამისად უნდა გაგრძელდეს შესვენება“ – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტ მთავარის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მირიან წიკლაური რეკომენდაციით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს და თვლის, რომ ყველა საფრთხე თავიდან უნდა იყოს აცილებული და მოხერხდეს დაავადების გავრცელების პრევენცია.

„როდესაც შეჩერდა სწავლის პროცესი გაცილებით დაბალი იყო გავრცელება დღეს უფრო საფრთხე მეტია და რახან მეტია საფრთხე მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და ისეთ ადგილებში როგორიცაა სკოლა და უმაღლესი სასწავლებლები პრევენცია გავაკეთოთ და იმედია ხელისუფლება, ჯანდაცვის და განათლების  სამინისტროები მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. სწავლის პროცესის დაწყება უნდა გადაიდოს.“ – განაცხადა მირიან წიკლაურმა „მედიაცენტ მთავარში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები