“სუხიშვილი-რამიშვილის ოჯახი მთელი ცხოვრებაა ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან მთელს მსოფლიოში” – დავით ოქიტაშვილი

“ჩემო დაო ნინო, შენ არ გჭირდება გაეროს ელჩობა, შენ და შენს ოჯახს ეს ჯილდო დიდიხანია გაქვთ”, – ასე ეხმაურება კულტურის პალატის პრეზიდენტი “სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელისთვის გაეროს კეთილი ელჩის სტატუსი ჩამორთმევის ფაქტს.

დავით ოქიტაშვილის თქმით, სუხიშვილი-რამიშვილის ოჯახი მთელი ცხოვრებაა ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან მთელ მსოფლიოში.

“პრადვინუტებო! სუხიშვილი-რამიშვილის ოჯახი მთელი ცხოვრებაა ჩვენი ქვეყნის ელჩები არიან მთელს მსოფლიოში. თუ ჩვენს ქვეყანას ვინმე იცნობს, ერთ-ერთი ამ ოჯახის უდიდესი დამსახურებაა, რომელიც გრძელდება დღემდე და მთავარი, ჩემო დაო ნინო, შენ არ გჭირდება გაეროს ელჩობა, შენ და შენს ოჯახს ეს ჯილდო დიდიხანია გაქვთ და ეს ჯილდო ქართველი ხალხის სიყვარულია! რომელიც ყველანაირ ჯილდოზე და ელჩობაზე ძვირფასია, მიყვარხართ!”, – აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

ცნობისთვის, ჰომოფობიური განცხადებების გამო, “სუხიშვილების” სამხატვრო ხელმძღვანელ ნინო სუხიშვილს გაეროს კეთილი ელჩის სტატუსი ჩამოართვეს.

https://mcm.ge/ნინო-სუხიშვილი-დასაჯეს-დ/


მსგავსი თემები