“სუხიშვილების” წარმატებული XX საუკუნე – “ოქროს ხანის” უნიკალური არქივის გამოფენა

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი, საქართველოს სახალხო არტისტის, ანსამბლ “სუხიშვილების“ ყოფილი სოლისტის, თენგიზ უთმელიძის პერსონალურ გამოფენა – “სუხიშვილებს” უმასპინძლებს.
​გამოფენა დღეს, 15 მაისს, 18:00 საათზე გაიხსნება და 19 მაისის 20:00 საათამდე გასტანს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი ფოტომატიანე, რომელიც ასახავს ქართული ცეკვის აკადემიური ანსამბლის XX საუკუნის 60-იან-70-იან წლების შემოქმედებას.

როგორც “მთავარს” ეროვნულ არქივში განუცხადეს, ფოტომატიანე ასახავს ანსამბლის საგასტროლო ცხოვრებას, მოცეკვავეთა შეხვედრებს მსოფლიოს გამოჩენილ ადამიანებთან, იმ ყველაზე წარმატებულ პერიოდს, რასაც ანსამბლის დამაარსებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი ნინო რამიშვილი “ოქროს ხანას” უწოდებდა.

ფოტოგამოფენა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და 19 მაისამდე გაგრძელდება.
დათვალიერება თავისუფალია.
ის: ვაჟა-ფშაველას გამზირის N 1 / პეკინის გამზირის N 40

 

მსგავსი თემები