„სუფთა რეგიონი“, „სუფთა ქალქი“, „სუფთა ეზო“ – კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფლი/თემი“, „სუფთა ქუჩა“, „ლამაზი ეზო“ და „ლამაზი აივანი“ – ეს ის ნომინაციების, რომელთა გამარჯვებულები გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ კიდეც.

ღონისძიება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები“, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ქ. თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.

2018 წელის „სუფთა რეგიონის“ კონკურსის გამარჯვებულები არიან: ნომინაცია „სუფთა რეგიონი“ – კახეთის რეგიონი. ჯილდო კახეთის სახელმწიფო-რწმუნებულს გუბერნატორს ირაკლი ქადაგიშვილს გადასცა, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოსა და სომხეთში ულრიკ ტიდესტრომმა;

ნიომინაცია „სუფთა ქალაქი“ – ქ. ზუგდიდი – ჯილდო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს გიორგი შენგელიას გადასცა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ;

ნომინაცია „სუფთა მუნიციპალიტეტი“ – ზუგდიდის მუნიციპალიტეტი; ნომინაცია „სუფთა სოფელი“ – სოფ. ჭორვილა (საჩხერე), ჯილდო სოფლის წარმომადგენელს გადასცა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა;

ნომინაცია „ლამაზი აივანი“ – ფატმან გრიგოლავას სახლის აივანი (ქ. ქუთაისი), რომელსაც ჯილდო გადასცა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დარჩიამ (ნომინაციის ავტორი). ნომინაცია „სუფთ ქუჩა“ არ გამოვლენილა;

ნომინაცია – „ლამაზი ეზო“ გამოვლინდა 3 პირველი ადგილი: ნომინაცია (კერძო) “ლამაზი ეზო” დასახელდა აკაკი გედენის ეზო (ხონის მუნიციპალიტეტი), რომელსაც ჯილდო გადასცა ქ.თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი კუხიანიძემ.

ნომინაციაში „კორპუსის ეზო“ დასახელდა ქ. ზუგდიდში, ქუჯის ქუჩაზე მდებარე ერთერთი კორპუსის ეზო, ჯილდო კორპუსის წარმომადგენელს გადასცა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსმმა ალვერდ ჩანქსელიანმა.

ნომინაციაში „იურიდიული პირის ეზო“ დასახელდა ღვინის კომპანია GWS -ის ეზო (თელავი).კომისიის გადაწყვეტილებით წამახალისებელი სიგელები გადაეცა: ნომინაციაში „სუფთა მუნიციპალიტეტი“ ხარაგაულისა და საჩხერის მუნიციპალიტეტებს;

ნომინაცია „სუფთა სოფელი“ – სოფელი შორაპანი;

ნომინაცია „ლამაზი ეზო“ – რამაზ კიკვაძისა (ქ. წყალტუბო) და ნონა ომარაშვილის (ქ. მცხეთა) ეზო, რომლებსაც სიგელები გადასცა ქ. თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ერეკლე კუხიანიძემ.

ასევე, კონკურსის ფარგლებში სიგელები გადაეცა: ქ. ქობულეთის მერიას „პლაჟის საუკეთესო დასუფთავებისთვის“; ქვ. ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსს კახა ბუხრაძეს, რომელსაც სიგელი გადასცა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ (შერჩევითი კომისიის თავმჯდომარე); საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების გარემოსდაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეაგირების განყოფილების უფროსს – დავით ასლამაზიშვილს; „სუფთა რეგიონის“ კონკურსის დაჯილდოების ღონისძიებაზე, ასევე აღინიშნა, რომ განსაკუთებული აქტივობისთვის სიგელი გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რწმუნებულს, დაბა ურეკში დავით რობაქიძეს და ოზურგეთის საკრებულოს წევრს გოჩა მდინარაძეს, 15 სექტემბრის დასუფთავების აქციის ორგანიზებისათვის.

პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან, ასევე საქართველოსრეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

მსგავსი თემები