საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დღეს, 24 სექტემბერს უკანონო ფრენა დაფიქსირდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არსებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.
სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, გააქტიურებულია “ცხელი ხაზი”, იმფორმირებულია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ევროკავშირის სადამკვირებლო მისია (EUMM).
რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს, სუს-ის ცნობით, აღნიშნული საკითხი ოქტომბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე.