სუსის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნიკოლეიშვილი დაინიშნა. უწყების ცნობით, ამ პოზიციაზე დანიშვნამდე, გიგა ნიკოლეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

გიგა ნიკოლეიშვილი 2016-2017 წლებში თბილისის მერის მოადგილე იყო. ამავე უწყებაში ეკავა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა. 

გიგა ნიკოლეიშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტში, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილედ; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილედ; აქვს სპეციალური წოდება-სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი. 1999 წელს კი, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო ჯილდო, მედალი-,,მხედრული მამაცობისთვის” მიიღო.

მსგავსი თემები