„სულხან მოლაშვილი იძახდა ტყუილს თუ ციხეში მართლაც დაექვემდებარა წამებას?“ – მურუსიძე შავგულიძეს

უზენაეს სასამართლოში, სულხან მოლაშვილის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე, მოლაშვილის ყოფილ ადვოკატს გახმაურებული საქმის მიმართ არაჯეროვან, არაპროფესიონალურ და არასაიმედო დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და მთავარ კითხვაზე პასუხის სთხოვს.„სულხან მოლაშვილი იძახდა ტყუილს თუ ციხეში მართლაც დაექვემდებარა წამებას?“ – ეკითხება ლევან მურუსიძე შალვა შავგულიძეს.

ეს კითხვა მურუსიძემ შავგულიძეს „იმედის“ პირდაპირ ეთერში რამდენჯერმე გაუმეორა.

„სულხან მოლაშვილის განცხადება, რომ ციხეში წამებას დაექვემდებარა, მართალია თუ ტყუილი? მოლაშვილი აცხადებდა, რომ ციხეში აწამეს და ხელს ადებდა გიგა ბოკერიას. ამოვწიე გარკვეული მასალები, სადაც ბატონი სულხან მოლაშვილი აცხადებდა, რომ მის მიმართ მიმდინარეობდა ციხეში წამება და ამ საქმეში ხელს ადებდა ბოკერია. თქვენ იყავით მოლაშვილის ადვოკატი, იცავდით ოჯახის ინტერესებს და სარგებლობდით ოჯახის ნდობით. დღეს კი იმ პარტიის წევრი ხართ, ვისაც ადებდა ხელს მოლაშვილი. როგორ ფიქრობთ და მიგაჩნიათ მოცემულ სიტუაციაში მოლაშვილი ცდებოდა და არასწორ ინფორმაციას იძლეოდა? მისი განცხადება, , რომ ციხეში წამებას დაექვემდებარა, მართალია თუ ტყუილი? იქნებ მითხრათ, მოცემულ სიტუაციაში, მართალი იყო თუ ტყუილი?“ – ასე მიმართა ლევან მურუსიძემ შალვა შავგულიძეს.

სულხან მოლაშვილის ყოფილი ადვოკატისგან შემდეგი პასუხი მიიღო: „ სამწუხაროდ, თქვენში მოსამართლე საერთოდ აღარ დარჩა და გადაიქეცით პიარკამპანიის ჭანჭიკად“. აღნიშნული დაპირისპირება კი იმან გამოიწვია რომ „თავისუფალი დემოკრატები“ რომელსაც შავგულიძე წარმოადგენს, „ევროპულ საქართველოსთან“ გაერთიანდა, რომლის წევრიც გიგა ბოკერიაა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია.

როგორც შავგულიძემ აღნიშნა, მოსამართლე პოლიტიკური განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს და ყოფილი ადვოკატი დღეს რომელ პარტიაში იქნება ეს საერთოდ არ არის მურუსიძის გასარჩევი საკითხი.

„ერთი პოლიტიკური ძალა რა ბლოკს შექმნის მეორე პოლიტიკურ ძალასთან, ამას არავინ ეკითხება მოსამართლეს. ეს შეკითხვა არ შეიძლება მოსამართლემ დასვას. სამწუხაროდ, ვრწმუნდებით და სწორია ის მოთხოვნა, რომ თქვენ უნდა დატოვოთ სასამართლო ხელისუფლება და იმ კლანმა, რომელსაც წარმოადგენთ. მე არ ვარ „ევროპული საქართველოს“ წევრი. ჩვენ გვაქვს ბლოკი, მე ვარ „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე და გიგა ბოკერია „ევროპული საქართველოს“ მე არ ვარ პარტიის წევრი და თქვენ არავინ გეკითხებათ, ერთ პარტიას რომელ პარტიასთან ექნება საარჩევნო ბლოკი“, – უპასუხა შავგულიძემ მურუსიძეს.

მსგავსი თემები