სულხან მახათაძის ბიუროში მოქალაქეებთან შეხვედრა აქტიურად გრძელდება

„პრობლემების მოგვარება ერთობლივი ძალისხმევით ბევრად ეფექტურია“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე და ამომრჩევლებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს.

ამჯერად, დეპუტატმა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით 23 მოქალაქე მიიღო და არსებული საჭიროებები განიხილეს. როგორც დეპუტატი აცხადებს,  ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი გამოწვევა  სოციალური და ინფრასტრუქტურული ხასიათისაა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლებასთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადაწყდეს.

მსგავსი თემები