“სულეიმანი იყო სამიზნე, მას გავლენები კავკასიაში და საქართველოშიც ჰქონდა“ – მამუკა არეშიძე

 „ძალიან სეროზული ძალებია ჩართული და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საომარი მოქმედებების ესკალაცია არ მოხდეს, რომ სამშვიდობო პროცესი გაგრძელდეს. გამორიცხული არ არის, ატომურ პროგრამაში ყველა დაბრუნდეს, ვინც გასული იყო“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ და ლიკვიდირებული გენერლის გავლენებზეც ისაუბრა.

„შთაბეჭდილება მრჩება, რომ სულეიმანი იყო სამიზნე. განსაკუთრებით, ამას მოწმობს ის, რომ სულეიმანის წინააღმდეგ, ბოლო დღეებში, გაილაშქრა ერაყელი შიიტების სერიოზულმა ჯგუფმა, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. სულეიმანის აქტივობა ნერვებს უშლიდა მოსკოვში მთელ გენშტაბს, ვინც ს ერიის საკითხებით იყო დაკავებული. სელეიმანის აქტივობა აღიზიანებდა თავად ირანის ხელისუფლების ცალკეულ პირებს“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე ინფორმაციით, ლიკვიდირებულ გენერალს საკმაოდ დიდი გავლენები ჰქონდა და ის ირანის ეკონომიკის საკმაოდ დიდ ნაწილს აკონტროლებდა. „ისლამის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი,“ რომელსაც სულეიმანი ხელმძღვანელობდა, ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში. ეს არის ასეულ ათისიანი ჯგუფი რომელიც აკონტროლებს ირანის ეკონომიკის 40%-ს. ირანის ეკონომიკა, რომელიც ისედაც მყიფეა და დამოკიდებულია ენერგომატარებლებზე და სანქციებითაა შეზღუდული, წარმოიდგინეთ, მათ 40%-ს რომ ერთი ჯგუფი აკონტროლებს და მისი ლიდერია სულეიმანი. რა თქმა უნდა, გაღიზიანება იყო“.

რაც შეეხება ლიკვიდირებული გენერლის გავლენებს, არეშიძის ინფორმაციით, მისი გავლენა კავკასიაშიც არსებობდა.

„სულეიმანს შეეძლო, სამხედრო ოპერაცია ისე ჩაეტარებინა, არავისთვის შეეთანხმებინა. თან, სულეიმანი იყო ირანის სულიერი ლიდერის ახალგაზრდობის მეგობარი და რასაც უნდა და როგორც უნდა ისე აკეთებდა. მართლა საოცრად ნიჭიერი ადამიანი იყო. მას საკუთარი გავლენები ჰქონდა მთლიანად რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში მთლიანად და მათ შორის კავკასიასა და საქართველოშიც“ – განაცხადა მამუკა არეშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები