სუბელიანი იყო დაცვის მხარის მოწმე და ის სასამართლოზე უნდა დაგვეკითხა – ​გიორგი გაბიტაშვილი 

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობისას, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა, კითხვაზე, თუ რატომ არ დაკითხა პროკურატურამ მირზა სუბელიანი, განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო იმიტომ, რომ არ გაჩენილიყო რაიმე სახის ზემოქმედების შეგრძნება საზოგადოებაში.

„რასაკვირველია, როგორც კი ეს გახდა ცნობილი, დადგა მისი დაკითხვის საჭიროება, თუმცა რადგან სუბელიანი იყო დაცვის მხარის მოწმეთა სიაში, ჩვენ დაველოდეთ მის სასამართლოში დაკითხვას, სადაც პროკურორს ექნებოდა შესაძლებლობა, რომ მისთვის დაესვა ნებისმიერი კითხვა. ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმიტომ, რომ საზოგადოებაში არ გაჩენილიყო გარკვეული კითხვები. ამის მაგალითი ჩვენ გვაქვს – ბატონმა ზაზა სარალიძემ ამ კონკრეტულ საქმეში პროკურატურის შენობაში ნახა სხვა მოწმე, რომელიც იყო დაცვის მხარის მოწმე, მან განაცხადა, რომ ეს იყო ზემოქმედება დაცვის მხარის მოწმეზე. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სუბელიანი სასამართლოზე დაგვეკითხა “, – განაცხადა გაბიტაშვილმა.

მსგავსი თემები