სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” უნივერსიტეტის სტუდენტებმა განუცხადეს. ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტს, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ავტორიზაცია შეუჩერდა,

ექსპერტთა ჯგუფმა წარმოადგინა დასკვნა იმის შესახებ, რომ აღნიშნულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში დაფიქსირდა დარღვევები, რომლებიც განათლების ხარისხსა და სასწავლო პროცესის წარმართვას უკავშირდება.

სტუდნეტების დიდი ნაწილი ამ გადაწყვეტილებას არ ეთნხმება და მათ საფუძვლიანი ეჭვი აქვთ,რომ ეს გადაწყვეტა არ არის მართლზომიერი და მათ ამის არგუმეტებიც აქვთ,რომლის განხილვასაც მინისტრთან აპირებენ,

სტუდენტებიი მოითხოვენ,რომ უმოკლეს ვადებში დაინიშნოს საბჭოს ახალი შემადგენლობა,რომლებიც პირნათლად და მართლზომიერად შეასრულებენ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

მსგავსი თემები