სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-ის საქმეზე, ცნობილია

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, “რუსთავი 2”-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

სტრასბურგის სასამართლოს ზედა პალატამ დაუშვებლად ცნო 18 ივლისს გამოტანილი ვერდიქტის გადახედვა. საქმის განხილვა “რუსთავი 2”-ის ყოფილმა მეპატრონეებმა, ლევან და გიორგი ყარამანიშვილებმა მოითხოვეს.

18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლი არ დარღვეულა.

მსგავსი თემები