“სტრასბურგის გადაწყვეტილება დასტურია, რომ სააკაშვილის რეჟიმის დროს არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო”- მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ტელეკომპანია რუსთავი-2-ის საქმეზე შეაფასა და განაცხადა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება არის დასტური, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს არ იყო სამართლებრივი სახელმწიფო.

მამუკა ბახტაძემ , საზოგადოებას მოუწოდა დაემორჩილონ სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

„ნაციონალური მოძრაობისა“ და სააკაშვილის რეჟიმის დროს ადგილი ჰქონდა ადამინების მკვლელობას, ადამიანების სიცოცხლის ხელყოფას, ადამიანების წამებას, საკუთრების ხელყოფას, ეს არის მოცემულობა. რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის საქმეს, მის არც ერთ ეპიზოდში სტრასბურგის სასამართლომ ხარვეზი არ დაადგინა. ამასთანავე, გუშინდელი დღე იყო გამოხატულება იმისა, რომ საქმე გვაქვს ფსევდო დემოკრატიულ ძალებთან, რომლებიც წლების განმავლობაში ამტკიცებენ, რომ მათი მთავარი მიზანი არის საქართველოს ევროპული გზა და აღმოჩნდა, რომ ეს არის ფარსი. ჩვენ ვიხილეთ როგორ ცდილობს “ნაციონალური მოძრაობა” ჩირქი მოსცხოს იმ მთავარ პრინციპებს და ფასეულობებს, რომელსაც ეფუძნება ევროპული დემოკრატია. ეს გადაწყვეტილება არის უზენაესი და ყველას მინდა მოვუწოდო, რომ დავემორჩილოთ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მსგავსი თემები