სტიქიური უბედურების გამო, პრეზიდენტმა  სამხედრო ძალების გამოყენების ბრძანება გამოსცა

სვანეთში არსებული სტიქიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საქართველოს პრეზიდენტმა  სვანეთში, საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.

ბრძანების მიხედვით,  პროცესებში შემდეგი დანაყოფები ჩაერთვებიან:  საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა; საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა. პრეზიდენტის ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ვინაიდან, კონსტიტუციის გათვალისწინებით, სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი და მას პარლამენტის თანხმობა სჭირდება, დღეს  17:30 საათზე პარლამენტის საგანგებო სხდომაც ჩაინიშნა.

 

მსგავსი თემები