„სტატისტიკის წარმოებისთვის გვამებს მალავდით“ – პრემიერ მინისტრმა ოპოზიციას წარსული გაუხსენა

“კრიმინალთან ბრძოლა, არ შეიძლება, ადამიანთა უფლებების ხარჯზე ხდებოდეს. დაიმახსოვრეთ, ასეთი რამ საქართველოში აღარასოდეს იქნება“ – ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ, დეპუტატთა ნაწილს, რომლებმაც ქვეყანაში მძიმე კრიმინოგენულ მდგომერეობაზე ისაუბრეს და მთავრობის მეთაურს პასუხი მოხთხპოვეს.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას შორის განსხვავება სწორედ ის არის, რომ მათტვის ადამიანის უფლებები მტავარი ღირებულებაა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრიმინოგენური ვითარება საქართველოში არ არის ისე გაუარესებული ისე,როგორც ამის დახატვას ოპოზიცია ცდიილობს.

“ეს არის სწორი სტატისტიკის წარმოება და არა ის, რასაც თქვენ აკეთებდით. გვამებს მალავდით სტატისტიკის წარმოებისთვის. იმის ნაცვლად, რომ ამ სტატისტიკაზე დაყრდნობით ჩვენ მოვისმინოთ კონკრეტული რეკომენდაციები, თუნდაც მწვავე კრიტიკა, მე და ქართულ საზოგადოებას გვიმტკიცებთ, რომ რასაც თქვენ 2012 წლამდე სჩადიოდით, ეს იყო სწორი. ეს იყო ადამიანების უფლებების გაუბედურება. ეს არ არის ალტერნატივა. ალტერნატივა არის ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტით. კრიმინალთან ბრძოლაბ არ შეიძლება ხდებოდეს ადამიანთა უფლებების ხარჯზე და დაიმახსოვრეთ, ასეთი რამ საქართველოში აღარასოდეს იქნება“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ საქართველოს პარლამენტში.

პრემიერ მინისტრი საპარლამენტო ოპოზიციას იაფფასიან პოპულიზმში ადანაშაულებს და ამბობს, რომ კრიმინალთან ბრძოლის ჯადოსნური ფორმულა არ არსებობს.

„ჩაყევით სტატისტიკას და მიხვდებით, რომ რაც თქვენ განაცხადეთ ტყუილია. ეს არის ძალიან იაფფასიანი პოპულიზმი. ციფრები არის ძალიან ნათელი და წერილობით ფორმაშიც მოგაწვდით. კრიმინალთან ბრძოლა კომპლექსური პროცესია და ყველა ქვეყნისთვის ეს არის გამოწვევა, ჩვენზე განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი. აქ არ არსებობს ჯადოსნური ფორმულა, რომ რომელიმე ერთი კანონის მიღებით პრობლემა ერთ დღეში გვარდებოდეს. ჩვენ ვიქნებით შეურიგებელი კრიმინალთან ბრძოლაში და ამავე დროს, გავაგრძელებთ რეფორმების გატარებას. საზოგადოება დარწმუნდება,რომ ეს არის ერთადერთი სწორი გზა და ჩვენ ძალიან ეფექტურები ვართ კრიმინალთან ბრძოლაში ისე, რომ ვინარჩუნებთ ადამიანისუფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტს”, – აღნიშნა პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მსგავსი თემები