„სტატიის ავტორს ფოკუსი აერია, ეს დარტყმას მიაყენებს საქართველოს მოქალაქეებს“ – სოფო ქაცარავა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა „Politico“-სში 20 თებერვლს გამოქვეყენებულ დე ვაალის სტატიასა ეხმიანება და აცხადებს, რომ სტატიის ავტორს ფოკუსი აერია და მისი შემოქმედება დარტყმას მიაყენებს საქართველოს მოქალაქეებს.

სტატიის ავტორმა სტატია შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: „რუსეთი არ არის აღმოსავლეთ ევროპის პრობლემა“

„მისი შეფასება, რომ რუსეთი არის უფრო ნაკლები საფრთხე, ვიდრე „ცუდი მმართველობა და არაფორმალური ძალის ბოროტად გამოყენება“, არის ერთმნიშვნელოვნად მცდარი. ეს სამწუხარო არგუმენტი იმდენად სასიამოვნო იქნება მოსკოვისთვის, რამდენადაც დამაზიანებელი ევროპისთვის. ეს არგუმენტი იმედს გაუცრუებს დევნილებს და ლტოლვილებს, რომლებიც იძულებით იქნენ განდევნილნი საკუთარი სახლებიდან რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის შედეგად. ეს დარტყმას მიაყენებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც რთული გზა განვლეს და შეძლეს მძიმე ისტორიული რეალობიდან თავის დაღწევა“ – აცხადებს ქაცარავა.

მისივე შეფასებით, მსოფლიო ბანკის ჯგუფის მონაცემების მიხედვით, ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით, საქართველო იკავებს მე-6 ადგილს 189 ქვეყანას შორის. ფრეიზერის ინსტიტუტის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 82 ქვეყნიდან მე-7 ადგილზეა, ხოლო ჰერითიჯის ფონდის ინდექსის მიხედვით – მე-17-ზე.


„მსოფლიო მმათველობის ინდიკატორები საქართველოს აყენებენ ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულის რიგებში, როდესაც ეს ეხება კანონის უზენაესობას, კორუფციის კონტროლს, მთავრობრის ეფექტურობასა და რეგულაციების ხარისხს. ეს მიღწევები აშკარად არ არის „ცუდი მმართველობის“ შედეგი. საქართველო არის ძირითადი სავაჭრო ჰაბი, რომელსაც გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და თურქეთთან.


ამის მიუხედავად, ტომას დე ვაალი ავითარებს არასწორ თეორიას, თითქოსდა საქართველოს ახალ პორტს – ანაკლიას შავი ზღვის სანაპიროზე, საფრთხეს უქმნის შიდა პოლიტიკა და არაკეთიმოსურნე გარე აქტორები“ – აღნიშნავს სოფიო ქაცარავა.

დეპუტატის განცხადებით, ანაკლიის პროექტი გაგრძელდება და წარმატებას მიაღწევს მისი ადგილმდებარეობის, უპრეცედენტო შესაძლებლობების, დიდ ბაზრებზე წვდომის, საქართველოს მეტად სახარბიელო ბიზნეს გარემოსა და კარგი მმართველობის წყალობით.

„დე ვაალი ირონიის გარეშე ასევე აღნიშნავს, რომ გარე არაკეთიმოსურნეებს შორის იგივე რუსეთია, რომლის უარყოფითი გავლენაც მან სტატიის დასაწყისში გამოტოვა. მათ რიცხვში არიან შავ ზღვაზე კომერციული პორტით დაინტერესებული სხვა კონკურენტებიც. თუმცა, რატომ უნდა იყოს სხვანაირად? საქართველო მიესალმება მსოფლიო ბაზარზე კონკურენციას, რომელიც, როგორც ამბობენ, მოიტანს კეთილდღეობას და განვითარებას, რაც ყველა მხარისათვის მომგებიანი იქნება.

ასევე, ტომას დე ვაალის სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, ანაკლიის პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი „თი-ბი-სი“ ბანკი დათანხმა 1 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდას, რომელიც დაეკისრა 2007-2008 წლებში ტექნიკური სამართლებრივი დარღვევის გამო, რომელშიც გარეული იყო ბანკის ორი ხელმძღვანელი. სინამდვილეში, ამ საკითხის ირგვლივ, ეროვნული ბანკის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ დადებით კონტექსტში მოიხსენია „თი-ბი-სი“ ბანკის კარგი მენეჯმენტი, კორპორატიული მმართველობის მაღალი ხარისხი და ბიზნეს გამჭრიახობა“ – აცხადებს დეპუტატი.Chat Conversation EndType a message…



მსგავსი თემები