სტალინის ვაგონს ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

სტალინის ვაგონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარეს. სტალინის ვაგონისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს, ერთი წლის წინ, სტალინის სახლ-მუზეუმის დირექტორმა მიმართა. ვაგონი აქამდე მუზეუმის ექსპონატს წარმოადგენდა, თუმცა ახლა ერთწლიანი ბრძოლის შემდეგ, ის შიდა ქართლში კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.

გადაწყვეტილება ვაგონისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე, თბილისში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალურმა საბჭომ მიიღო. სააგენტოში განმარტავენ, რომ ვაგონს გარდა იოსებ სტალინის საკუთრებისა, კიდევ უფრო ძველი ისტორია აქვს, რომელიც სამეფო ოჯახს უკავშირდება.

სხვადასხვა შეფასებით, საბჭოთა კავშირში 1930-იანი წლების ტერორს 3.5 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 1929 წლიდან 1953 წელს სტალინის გარდაცვალებამდე, გულაგი გამოიარა, სავარაუდოდ, 14 მილიონამდე ადამიანმა. გულაგებში დაიღუპა 1.6 მილიონამდე ადამიანი. 

მსგავსი თემები