სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების წესის მომხრე ვარ – სალომე ზურაბიშვილი პარასპორტის მნიშვნელობაზე

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, ეტლით მოსარგებლეთა ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

მისი შეფასებით, ქვეყანაში დღემდე ძალიან დიდი პრობლემაა შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია. ამ თვალსაზრისით პარასპორტი მნიშვნელოვანია, რადგან შშმ პირებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში ეხმარება.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ტარდება ასეთი საერთაშორისო შეჯიბრი, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ბევრი სპორტსმენი მონაწილეობს.

“კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს პარასპორტი, რაც მაგალითია, ყველა იმ ადამიანისთვის, შშმ პირებისთვის, რომლებიც ცხოვრებას უყურებენ იმედიანად, როცა ხედავენ მათ წარმატებას. ეს არის გზა, შესაძლებლობა იმის, რომ ამ ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეები გახდნენ. სპორტის და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების, მომხრე ვარ და მომავალშიც ვიქნები, როგორც პრეზიდენტი, მხარს დავუჭერ ყველა კუთხით და ყველა ფორმით, რასაც შევძლებ და გარკვეულწილად პარასპორტს, ქვეყანაში დღემდე გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის თვალსაზრისით,”, –    განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები