სპორტის, განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაერთიანება გარკვეულ რისკებს უკავშირდება – შოთა ხაბარელი 

​პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი მიიჩნევს, რომ  სპორტისა და კულტურის სამინისტროების განათლების სამინისტროსთან გაერთიანება გარკვეულ რისკებს უკავშირდება, რადგან სამივე უწყება პრიორიტეტულია ქვეყნისთვის.

​როგორც შოთა ხაბარელმა მედიაცენტრ “მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს განაცხადა, სპორტის სამინისტრო ცალკე უწყებად როცა მოქმედებდა უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს, უფრო მობილურად წყდებოდა საკითხები, თუმცა, იმედოვნებს, რომ ასეთი გაერთიანება სპორტის სფეროს არ დააზარალებს, მას ექნება თავისი საუწყებო დეპატრამენტი.

“სამი დიდი უწყების გაერთიანებაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ეს სამივე ძალიან დიდი სფეროა და უმნიშვნელოვანესია ქვეყნისთვის. მათი გაერთიანება შესაძლოა გარკვეულ რისკებს შეიცავდეს. ასეთ სიახლეს საშიშროება ყოველთვის ახლავს თან”, – აცხადებს შოთა ხაბარელი.

მისივე ინფორმაციით, ჯერჯერობით არ იგეგმება საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანდება, რაც ცალკე პროცედურაა.

მსგავსი თემები