„სპეც. ფონდი პანკისელებს მთელი წლის ელექტროენერგიის საფასურს დაუფარავს“ – არჩილ თალაკვაძე

“ქვეყანა, რომელიც ვითარდება მეტ ენერგეტიკას და ენერგოგენერაციას საჭიროებს” – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ოპოზიციას ფარისევლობაში ადანაშაულებს.

,,თუ ჩვენ ვეთანხმებით შენებას და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას, ის განცხადებები, რაც ზოგიერთი ოპოზიციონერის მხრიდან გაკეთდა, რომ ეს ჰესი არ უნდა აშენდეს და აქ თითქოს რაღაც ჩარევა ხდება ადგილობრივ ეკოსისტემაში და თოთქოს მოსახლეობას საფრთხეს უქმნის, ეს იგივე ხალხია, რომელიც დეკლარირებულად, ფარისევლურად ლაპარაკობს, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ენერგოდივერსიფიცირებული წყაროები, რუსეთზე ნაკლებ დამოკიდებულებაზე ქადაგებენ, მაგრამ რეალურად, როცა საქმე საქმეზე მიდგა, ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას”,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დეპუტატის შეფასებით, მისი თქმით პანკისის მცირე ჰესი, რომელიც პრაქტიკულად მწვანე ჰესია, სჭირდება ენერგეტიკას, მათ შორის პანკისს.

,,ეს არის პროექტი, რომელიც დამუშავებულია მაღალი სტანდარტებით. ამ პროექტით ადგილზე მინიმუმ ასი ადამიანი დასაქმდება, ეს ერთი ბენეფიტია. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ომალო-დუმასტურის წყლის სისტემა, რომელიც თავიდან უნდა აეშენებინა და გაეკეთებინა ინვესტორს. ეს იყო ერთ-ერთი ბენეფიტი, რაც შეთავაზებული გვქონდა და ექნება მომავალშიც ადგილობრივ საზოგადოებას. ასევე, სპეც.

ფონდის შექმნა, რომელიც ამ პროექტს უკავშირდება, შეიქმნება სპეც. ფონდი, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას გადაუხდის მთელი წლის ელექტროენერგიის ღირებულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მეოთხე – რაც ასევე მნიშვნელოვანია, პანკისის ხეობის ფონდი, რომელიც ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში შეიქმნება და მე მჯერა, რომ ადგილობრივების მხარდაჭერით განხორციელდება. ფონდში ყოველწლიურად 120 ათასი ლარის მობილიზება მოხდება ამ კონკრეტული ჰესის პროექტის და მისი მფლობელის კომპანიის მიერ. ხვალაც ,ზეგაც ეს კომპანია ,მათ შორის ჩვენც ვიქნებით ამაში ჩართული “,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები