სპანჩ ბობის შემქმნელი სტივენ ჰილენბერგი გარდაიცვალა

ცნობილი ამერიკული ანიმაციური სატელევიზიო სერიების „სპანჩ ბობი კვადრატულ შარვლიანი“ -ის შემქმნელი სტივენ ჰილენბერგი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი ნეიროდეგენერაციული დაავადებით იყო ავად, – იტყობინება Csbnews-ი.

მულტსერიალი “სპანჩ ბობი” პირველად 1999 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ბევრი სერიის იდეა გამოუქვეყნებელი საგანმანათლებლო კომიქსების წიგნიდან – The Intertidal Zone, მომდინარეობს. სერიალს არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, მათ შორის რვა ოქროს Reel Awards -ი, ოთხი „ემი“, 15 „საბავშვო არჩევანი“ და ორი BAFTA.

მიუხედავად ფართოდ გავრცელებული პოპულარობისა, სერიალი არაერთხელ გაეხვა სკანდალში და დაპირისპირებაში. ერთ-ერთი სკანდალური თემა კი სპანჩ ბობის სექსუალური ორიენტაცია იყო.

სტივენს მეგობრები სოციალური ქსელის მეშვეობით ემშვიდობებიან: “სტივის „სპანჩ ბობი კვადრატულ შარვლიანის” უნიკალურმა იუმორმა, სიხარული მოუტანა ბავშვებს და ოჯახებს. მისი ორიგინალური გმირები და ბიკინის სამყარო დიდი ხნის განმავლობაში იქნება, როგორც ოპტიმიზმის, მეგობრობისა და წარმოსახვის უსაზღვრო ძალა.”

მარიამ გელაშვილი

მსგავსი თემები