სოციალურად დაუცველებს, რომლებსაც პირბადის შეძენა უჭირთ, სახელმწიფო დაეხმარება

პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტის წარდგენისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

ანრი ოხანაშვილის თქმით, მუშავდება გარკვეული გეგმა, რომ სახელმწიფო სოციალურად დაუცველი პირებს პირბადეების გადაცემის სახით შეძლებისდაგვარად დაეხმაროს.

„ოდენობას და დროს მთავრობა გაასაჯაროებს. ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა, რომ ადამიანებს, ვისაც უჭირთ პირბადის შეძენა, სახელმწიფო დაეხმაროს,“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცვლილებები პირველი მოსმენით, 73 მომხრე ხმით პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა. განხილვისას დაზუსტდა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც პირბადის ტარება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ, საშუალება ექნებათ, შესაბამისი ცნობა აიღონ და მათ ჯარიმა აღარ დაეკისრებათ. თუმცა, მათ ცნობა თან უნდა ატარონ და საჭიროების შემთხვევაში წარადგინონ.

საქართველოში კორონავირუსი 828 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 694 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. 4 ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო უცნობია.

მსგავსი თემები