სოციალურად დაუცველები ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტებს უსასყიდლოდ მიიღებენ

2019 წლის იანვრიდან, ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტით უზრუნველყოფის პროგრამა ფართოვდება. კერძოდ, მომავალი წლიდან, სოციალურად დაუცველებისთვის სამკურნალო მედიკამენტების 80%-ის ღირებულებას პროგრამა დაფარავს, 20%-ს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. პროგრამა მოსახლეობის სხვა კატეგორიასაც შეეხება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, თუ დღემდე აღნიშნული მედიკამენტის ღირებულების 80% დაავადების პირველი, მეორე და მესამე სტადიის მქონე პაციენტებს უფინანსდებოდათ, პროგრამა ყველა რეგიონის მოსახლეობას შეეხება.

“ჯანდაცვაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა რჩება. აღნიშნული მიმართულებით ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. ერთ-ერთი სიახლე, რომელიც მალე ძალაში შევა, არის მკერდის კიბოთი დაავადებული სპეციფიკური ფორმის სამკურნალო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, რომელიც აქამდე ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ საწყისი სტადიის მქონე პირებისთვის. ამ მედიკამენტების ღირებულება რამდენიმე ათასი იყო და ერთეულებს შეეძლოთ მისი შეძენა, როდესაც მკურნალობის ამ სქემით ძალიან მნიშვნელოვანი რემისია და ამ დაავადების მართვაში მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მიიღწევა”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

სოციალურად დაუცველ მოსალხეობას კი პრეპარატისთვის თანხის გაღება არ მოუწევს. მინისტრის ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების ღირებულების 80%-ს პროგრამა დააფინანსებს, 20%-ს კი ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.

მსგავსი თემები