სოფელ ყანდაურაში მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა

სოფელ ყანდაურაში ოთხი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ომარ გამყრელიძის შვილიშვილი, უმცროსი ომარ გამყრელიძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა ბრალდებულის ადვოკატმა მოითხოვა და სასამართლოს ორი ათას ლარიანი გირაო შესთავაზა.

მოსამართლე მამუკა წიკლაურმა დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

მსგავსი თემები