სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირების 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია, ქვეყნის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

10 აპრილის მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსი სულ 937 ადამიანს დაუდასტურდა.

ბოლო ერთ დღეში შემოწმების შემდეგ უარყოფითი პასუხი 5 160 ადამიანზე მოვიდა.

სომხური მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის საავადმყოფოებში 777 ადამიანს მკურნალობენ, საერთო ინფიცირებულების რაოდენობიდან, 149 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 11 კი დაიღუპა.

მსგავსი თემები