“სომხეთმა ერთ მილიონ მოსახლეზე “კოვიდ-19″-ის შემთხვევების რაოდენობით საფრანგეთსა და ირანს გადაუსწრო” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით ქვეყანამ ერთ მილიონ მოსახლეზე, საფრანგეთსა და ირანს გაუსწრო.

ნიკო ფაშინიანის თქმით, ასეთი ტემპებით სომხეთმა, შესაძლოა, იტალიასაც გადაუსწროს. 

„კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების მაჩვენებლით 1 მილიონ მოსახლეზე ჩვენ გადავუსწარით საფრანგეთსა და ირანს და არსებითად, გავუთანაბრდით რუსეთს“ – განაცხადა ფაშინიანმა ბრიფინგზე.

პრემიერის თქმით, ასეთი ვითარება გამოიწვია ეპიდემიის საწინააღმდეგო წესების დაუცველობამ და ამ წესებისადმი მოსახლეობის არასერიოზულმა დამოკიდებულებამ.

მსგავსი თემები