სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი ავტომობილით 10 წლის ბავშვს დაეჯახა

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი არსენ ტოროსიანი ავტომობილით 10 წლის ბავშვს დაეჯახა. ამის შესახებ თავად მინისტრი ფეისბუქზე წერს.

„სამწუხაროდ, საათ-ნახევრის წინ ავტოსაგზაო შემთხვევაში მოვყევი. ავტომობილით, რომელსაც მე ვმართავდი, 10 წლის ბავშვს შევეჯახე. პირადად გადავიყვანე ბავშვი საავადმყოფოში, სადაც მას ყველა აუცილებელი გამოკვლევა ჩაუტარდა. მარჯვენა ხელზე რამდენიმე ნაკაწრის გარდა არასრულწლოვანს სხვა დაზიანებები არ აღენიშნება, მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გარკვეული დროის განმავლობაში ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება, შემდეგ კი სახლში გაეწერება. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია პოლიციაც“, – წერს არსენ ტოროსიანი.

მსგავსი თემები