სომხეთის ოპოზიციური პარტიის „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის ოპოზიციური პარტიის „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, გაგიკ წარუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ის სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.

როგორც სომხური მედია აღნიშნავს, რამდენიმე თვის წინ გაგიკ წარუკიანმა „ფეისბუქზე“ ვიდეო განათავსა, სადაც ის ამბობდა, რომ კეთილ ადამიანებს კორონავირუსი არ ემართებათ.

მსგავსი თემები