სმიტების მკვლელობის საქმის გამოძიებაში აშშ-ს ფედერალური ბიურო არ მონაწილეობს  

საქართველოში მცხოვრები ამერიკული ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატების განცხადებით, რეალობას არ შეესაბამება, ის რომ დანაშაული კობაურმა ჩაიდინა, თუმცა დასძენენ, რომ თავად დანაშაული ამაზრზენია.

ადვოკატები ამერიკის მოქალაქეების მკვლელობის საქმეში აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს გამომძიებლების მონაწილეობას არ ადასტურებენ, ასევე, საქართველოს ​პროკურატურას არასაკმარისი მტკიცებულებების გადაცემაში და საქმის მიმართ არაკვალიფიციურ მიდგომაში ადანაშაულებენ.

როგორც მედიაცენტრმთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე კობაურის ადვოკატებმა ალექსანდრე კობაიძე და ვასილ მამულაშვილმა განაცხადეს, პროკურატურა არ ცდილობს გამოძიება ობიექტურად აწარმოოს. არ არიან გამოკითხულნი საქმეში მონაწილე სხვა მოწმეები, მათ შორის ​​კობაურის მეგობრები, რომლებმაც აშნიშნულ ტერიტორიაზე უცხო პირების გადაადგილება დაინახეს.

​კობაურის საქმე საინტერესოა იურისტებისთვის. პროკურატურის მხრიდან, ფაქტების მიმართ არაკვალიფიციური მიდგომა ვლინდება. ბრალდების მხარე არ ცდილობს გადმოგვცეს ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მოახდინა ბრალდების წარდგენა. ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ცალსახაა, რომ სულ სხვა მიმართულება აქვს აღნიშნულ საქმეს, არ არიან გამოკითხული სხვა მწყემსები, რომლებიც კობაურის საქმეში ფიგურირებენ. რატომ არ არის შესწავლილი ვინ გადაადგილდებოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე, სხვა ვერსიაზე რატომ არ მუშაობს გამოძიება? შესაძლებელია, მართლაც გამოიკვეთოს პროკურატურის ინტერესი აღნიშნულ საქმეზე. პროკურატურა არ ცდილობს გამოძიება ობიექტურად აწარმოოს, ცდილობენ ეს საქმე შეთითხნონს და კობაურს დააბრალონ”, – აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

​​მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ კობაურმა იცოდა მოკლული ბავშვის ადგილსამყოფელი არ ადასტურებს იმას, რომ დანაშაული მან ჩაიდინა. დანაშაული 19 წლის მწყემსის თვალწინ მოხდა და მან იცოდა სად იყო გადამალული მოკლული ბავშვის გვამი.

 

მსგავსი თემები